LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირობის საფასური: ბარსელონა 15 წლის ბავშვს მესის აჩუქებს (ვიდეო)

62

კატალონიური გრანდი 15 წლის ბიჭს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.

აშშ-ში, ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის დროს გამოჩენილი გმირული საქციელის გამო, “ბარსელონა” 15 წლის ბავშვს სამედიცინო დახმარებას გაუწევს და მესისთან შეახვედრებს.

ენტონი ბორგესის მკურნალობას “ბარსელონა” საკუთარ თავზე იღებს. კლუბის ფეხბურთელებმა მაისურზე ავტოგრაფები განათავსეს და სახსოვრად გადასცემენ გმირ ბავშვს.

მთავარი საჩუქარი კი, რომელსაც ენტონი მიიღებს, კუმირთან შეხვედრაა. „ბარსას“ წარმომადგენლების განცხადებით, ლეო მესი ენტონი ბორგესთან გარკვეულ დროს გაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები