გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ორი დღით დაიკეტება, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) 2 დღით დაიკეტება. მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები – დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა”, – ნათქვამია განცხადებაში
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 9 ნოემბერს, 08:00 საათიდან აღდგება.
თბილიის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.