LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარაშვილზე, კლდის ჩამონგრევის გამო, გზა ცალმხრივად ჩაკეტილია

689
tamarashvili

თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა წუხელ გვიან ღამით ჩამოიშალა, გეოლოგები ადგილის შესწავლას დღეს დილიდან დაიწყებენ. გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაობი კი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.

თამარაშვილზე კლდის მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა.

ამ დროისთვის გზა ცალმხრივად გადაკეტილია. მოძრაობა თავისუფალია ჭავჭავაძის გამზირიდან თამარაშვილის გავლით საბურთალოს და ე.წ. ახალი გზის მიმართულებით, ხოლო საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები