LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

257
BeFunky-collage (1)

თბილისში, თამარაშვილისა და წერეთლის ქუჩების კვეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშვებულია, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, უწყების თქმით, სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, ავტობუსის მძღოლი დაჯარიმდება თუ მსუბუქი ავტომობილის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, დაზიანებული ავტობუსი უკვე სადგომზე გადაიყვანეს და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი იმოძრავებს.

ფოტო: „ნეტგაზეთი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები