LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ არა გამართლება, რამდენიმე წამში ამ ქვეყნად აღარც ვიქნებოდით” – ჟვანიას ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა

1334
collage

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში  სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ჩემს თვალწინ ჩამოიშალა კლდე, რომლის ძირში და ზედაც ხალხი გადაადგილდებოდა. ჩამოშლა დაიწყო თუ არა ვიფიქრე, ალბათ აღარ შეჩერდება და ყველას მიწაში ჩაგვიტანსთქო. აქ ტრიალებდნენ ბავშვები, ქალები, ახალგაზრდები. კლდის თავზე მრავალი წელია გაშენებულია მცირე ზომის კერძო სახლები. აქ ცხოვრობს მოსახლეობა და რომ არა გამართლება, რამდენიმე წამში ალბათ ამ ქვეყნად აღარც ვიქნებოდით.

და რატომ უნდა მომკვდარიყავით? იმიტომ რომ ვიღაც გაუმაძღარი გვერდით კორპუსს აშენებს? და იმიტომ რომ იმდენ ხანს ურტყა “კოდალა” სანამ მთელი კლდე არ დაშალა? იმიტომ რომ ააშენოს კორპუსი, ფული ჩაიდოს ჯიბეში და მერე ყველაფერი დაიკიდოს? იმიტომ რომ მერიაში ნაცნობები ყავს და ნებართვას მაშინ აიღებს როცა უნდა? იმიტომ რომ მერს რამდენჯერაც საჯაროდ მივმართეთ საშიშია და დავიხოცებით აქთქო ირონიულად გვპასუხობდა? რატომ წირავთ ამ ხალხს?!”

 

https://www.facebook.com/davit.meskhishvili/posts/2241670489224768

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები