„არც ერთი წამით არ განმიხორციელებია პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, დეკლარაცია არ შევავსე, მიუხედავად ამისა, არარსებული პარლამენტის წევრობისთვის, არარსებული პარლამენტიდან მაინც გამომეგზავნა ჯარიმა, მის ჩასაბარებლად პირადად მოვედი ანტიკორუფციულ ბიუროში“, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს, აპირებს, რომ ჯარიმა გაასაჩივროს და საკუთარი ინტერესებიც თავად დაიცავს – „გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც ჩვენი სახელმწიფო რესურსები იახრჯება“, – ამბობს ანა დოლიძე ვიდეომიმართვაში.
„თქვენ მე მომეცით ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ რეფორმები გამეტარებინა, მოგვემატებინა ხელფასები, მინიმალური ხელფასი შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ.
ამის შემდეგ ჩვენ პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან ხელისუფლებამ არჩვები მოიპარა, მათ უნდოდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ, არც ხელფასი ამიღია არც ერთი დღე და არც ერთი წამი. ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი: ლექციებს ვკითხულობ, საერთაშორისო მასშტაბით მაქს საკონსულტაციო საქმიანობაც. .
არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ შეგვევსო პარლამენტის წევრობის დეკლარაცია, რაც მე არ გავაკეთე, რადგან პარლამენტში საქმიანობა არც დამიწყია, მაშინვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და ეს იყო თვითმარქვია ხელისუფლება“, – აცხადებს ანა დოლიძე.
გნახავთ სასამართლოში✊☺️
Posted by ანა დოლიძე / Anna Dolidze on ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025