„გვახსოვს ხომ ბალადა, როგორ დაღუპა რქებმა ირემი? ძალიან რომ მოსწონდა თავისი რქები, რომლითაც მერე ბუჩქებში გაიხლართა და ლომის კერძი გახდა? ივანიშვილი დაღუპა მისმა „რქებმა“: პარტიამ, პრემიერმა, „ტროიკამ“, მრჩევლებმა თუ თანამესუფრეებმა,“– ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ნაწილობრივი სანქცირების პირობებში იმყოფება.
„დასწამო ევროპას, ამერიკას, ნატოს სურვილი საქართველოს ომში ჩართვისა რუსეთის წინააღმდეგ, იყო საერთაშორისო მასშტაბის ავანტურა. გაება მახეში.
როგორც ახლა შევიტყვეთ, შვეიცარიული ბანკი კვლავ აფერხებს ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვას და ამას ევროკავშირის რეზოლუციით ხსნის. იგი მას განიხილავს რუს ოლიგარქად.
ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ნაწილობრივი სანქცირების რეჟიმში იმყოფება. ევროკავშირის რეზოლუციას აუცილებლად მოჰყვება სხვა ქმედებებიც. არაა გამორიცხული ანალოგიური ზომები მიღებული იქნეს ამერიკის კონგრესშიც. ან მიტაცებული ძალაუფლების დათმობა, ან სრულფასოვანი სანქციები და ქონება-ძალაუფლების დაკარგვა. არჩევანი ახლა მასზეა.“ – წერს რომან გოცირიძე.
