LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე “ოცნებას”: შემოვედით და რას ვხედავთ – შიშს თქვენს თვალებში და ალბათ, გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში

76
რომან-გოცირიძის-სიტყვა-პარლამენტის-სესიაზე

ახალი რეალობა შეიქმნა პარლამენტში. შემოვედით და რას ვხედავთ? შიშს თქვენს თვალებში. ალბათ, გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში. მარჯვენა ფლანგზე დეპუტატებს ერთი ოცნება აქვთ: ღმერთო, მიშველე ნეტავ არ გავხდე მეხუთე“,– ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ამოფარებულია ოთხეულს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა.

„ახალი რეალობა შეიქმნა ჩვენს პარლამენტში. შემოვედით და რას ვხედავთ? შიშს თქვენს თვალებში. ალბათ, გაძლიერებულ ლოცვებს თქვენს გულებში. ერთი ოცნება აქვთ აქ მარჯვენა ფლანგზე დეპუტატებს: „ღმერთო, მიშველე ნეტავ არ გავხდე მეხუთე, ნეტავ არ გავხდე მეექვსე“. ჯერ ტრიო იყო, შემდეგ ოთხეული გახდა. ვის უნდა სანქციების ქვეშ მოყოლა, ვის უნდა სამარცხვინო იარლიყით სიარული, ვის უნდა მოღალატის ძახილი? აქ ყველა ფიქრობს: ბატონო ბიძინა, ოღონდ მე არა. არავინ იცით ვინ იქნება. „ორერა“ კვარტეტი იყო ოთხი კაცი, რაღაც „პეწი“ აკლდა და ქალი დაემატა. გული მიგრძნობს, რომ რომელიღაც ქალს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენდერული ბალანსის დასაცავად. სამარცხვინოა, „ქართული ოცნება“ ამოფარებულია ოთხეულს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა, ილაშქრებს ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, პირდაპირ დგას რუსეთის გზაზე. ეს ხართ თქვენ!“- აღნიშნავს გოცირიძე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები