LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: სად ვისვენებ? აგერ, პარლამენტში დავდივარ და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან

74
gociridze-1

“საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

გოცირიძე ეხმიანება უმრავლესობის განმარტებას, რომ თუ რიგგარეშე სესიას მოიწვევენ, სხდომა სანახაობად გადაიქცევა:

“თურმე,პარლამენტის რიგგარეშე სესია რომ მოვიწვიოთ, სანახაობად გადაიქცევა, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქმედებები სანახაობაზე მეტია…

პრეზიდენტი ვალდებულია, სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას. არის კიდევ ერთი სულელური განცხადება: თურმე, რატომ უნდა მოიწვიონ სხდომა, როცა ოპოზიცია სადღაც ისვენებს, სად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან. გამოიტანონ განსახილველად საკითხები, რაც კენჭისყრას საჭიროებს და გადადგან ერთი ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების დასაჩქარებლად”, – თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს მიმართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g