მეტროსადგურ “გოცირიძიდან” სადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს N 169 ავტობუსი მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსის მარშრუტი დროებითია და ის მეტროსადგურ “გოცირიძეზე” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ინიშნება.
მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება
? N 169 ავტობუსის მარშრუტი “გოცირიძის” გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს;
? ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დილის 07:00 საათზე დაიწყებს და 22:30 საათზე დაასრულებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
შეგახსენებთ, სამი თვეა, მეტროსადგური “გოცირიძე”მგზავრებს ვერ ემსახურება.
მიზეზი მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.