LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გოცირიძიდან” “დიდუბემდე” დროებითი ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა

143
Untitled design

მეტროსადგურ “გოცირიძიდან” სადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს N 169 ავტობუსი მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსის მარშრუტი დროებითია და ის მეტროსადგურ “გოცირიძეზე” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ინიშნება.

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

?  N 169 ავტობუსის მარშრუტი “გოცირიძის” გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს;

?  ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დილის 07:00 საათზე დაიწყებს და 22:30 საათზე დაასრულებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

შეგახსენებთ, სამი თვეა, მეტროსადგური “გოცირიძე”მგზავრებს ვერ ემსახურება.

მიზეზი მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები