კურორტ გოდერძისა და დიდველზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა გადაიდო. ამის შესახებ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ იუწყება.
,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გაცნობებთ,რომ გოდერძისა და დიდველზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო. ამინდის ცვლილების შესაბამისად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.