LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჯაბაური: „ქალის გარეშე კაცი წარმატებული ვერ იქნება… ჩემი ყველა ყოფილი მეუღლე ჭკვიანი და განათლებულია…“

295
გოგა ჯაბაური

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გოგა ჯაბაური, რომელიც რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ ახალი ურთიერთობებისთვის ყოველთვის მზად არის:

„… რადგან მამაკაცს გვერდით ძლიერი კაცი ყოველთვის სჭირდება, რათა წარმატებული იყოს. ქალის გარეშე კაცი წარმატებული ვერ იქნება. ჩემი ყველა ყოფილი მეუღლე ჭკვიანი და განათლებულია. სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრეს, უნივერსიტეტში სტიპენდიატები იყვნენ. ქალი ჭკვიანი უნდა იყოს. გაუნათლებელთან საუბარი ძნელია, მოსაწყენი იქნება… მართალია, წიგნებს არ ვკითხულობ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ვისაც სხვისი ცხოვრება აინტერესებს, მხატვრული ლიტერატურა წაიკითხოს, მაგრამ ჯობია, თქვენი ცხოვრება – ის, რაც გინდათ, სხვა ადამიანში ნახოთ, თქვენშივე „გაშალოთ“.

 

გურამ შეროზია: „მე და ბაგირამ ურთიერთობა დავალაგეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები