LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილი: ქოცებო, გავიგე, მამა-მარჩენალს დაუტიქსიხართ და ახლა ჩემზე შეტევას ამზადებთ

315
soso-gogashvili-w-h-2022-07-27_15-40-10_466325

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მორიგ გზავნილს აქვეყნებს.

გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება მასზე „გენერალურ შეტევას“ გეგმავს და მისი დამონტაჟებული საუბრის გამოქვეყნებას აპირებს.

„ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ ,,ვიტალი ხაზარაძეებს’’: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები.

ისე ხომ არ ჯობია ,,სუკის’’ ბებერი ,,ვოლკის’’ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ.

პ.ს ახლა არ გამოდგათ ,,ვიტალი ხაზარაძე’’ და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლიუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?

პ.პ.ს მალე: როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები’’. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე )

სოსო გოგაშვილი

306-ე საკანი“,- ნათქვამია გოგაშვილის წერილში.

გოგაშვილი: ჩატაევის დაჯგუფების საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს – არასდროს მითქვამს, რომ პანკისის სპეცოპერაციების დროს, ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები