გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულის განცხადებით, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდარის დროს თავს იცავდა.
დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი
