LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაცვლილს და მის ოჯახს არ ვიცნობდი“ – რას ამბობს გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მამა

1090
ფორტუნა - 2023-05-05T135417.676

გოგებაშვილის ქუჩაზე, 4 მაისს სროლის შედეგად დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მამა „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.  

გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის ვაჟია.

ის „პირველებთან“ ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით შვილთან მომხდარზე არ უსაუბრია.

„არავინ არაფერს არ უკავშირებს. გუშინ ამბავი მოხდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს.

ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა არ ვიცი, არც ის ვიცი, წარსულში არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება, ამის შესახებ არ მსმენია. რეანიმაციაშია, ძალიან მძიმეა  მისი ჭრილობები, ამიტომაც არ გამოუკითხავთ“, – ამბობს გიჩო მარგველაშვილის მამა.

ცნობისთვის, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

როგორია ვერაზე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g