გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გამოაძევა. მედიის წარმომადგენლებმა სცადეს, გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დეპუტატის კომენტარი ჩაეწერათ, თუმცა თოფაძემ აღნიშნა, რომ კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს.
“პირდაპირი ეთერის გარდა კომენტარს არსად არ გავაკეთებ. “რუსთავი 2″-ს კი საერთოდ პატივს არ ვცემ”, – განაცხადა დეპუტატმა.
