LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია ციხიდან წერილს ავრცელებს

221
gogi-44-2021-03-25-14-09-33-418208

პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც 17 მარტს დააკავეს, ციხიდან წერილს აქვეყნებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს, თუმცა წერილის დაწერის მიზეზი ამ ეტაპზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოხატვის სურვილია.

“მოგესალმებით , ჩემო მეგობრებო , მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო , ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად , ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში.

მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.

პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსრუვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.

ასევე შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენეზე , ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო “რიონის ხეობის მცველებს„ და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის დასაცავად დგას.

ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით , როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით

გიჭერთ მხარს , გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს”.- წერს გოგი წულაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g