LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგო გალამაზდა“ – კიანუ რივზმა და ალექსანდრა გრანტმა წითელ ხალიჩაზე ფლირტი გააჩაღეს

1513
page

ლოს-ანჯელესში გალა-კონცერტი MOCA 2022 გაიმართა. წითელ ხალიჩაზე „მატრიცას“ ვარსკვლავი, კიანუ რივზი შეყვარებულთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად გამოჩნდა.

49 წლის მხატვარი წითელ, კლასიკურ კაბაში იყო გამოწყობილი და საყვარელი მამაკაცის გვერდით ბედნიერებისგან ანათებდა. ის და კიანუ ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ და ერთმანეთთან ფლირტი გააჩაღეს. რაც შეეხება 57 წლის რივზს, მას მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა.

„გოგო გალამაზდა“, „უკვე მაკიაჟსაც იკეთებს, მალე პლასტიკურ ოპერაციასაც გაიკეთებს“, „წარმოუდგენელი წყვილი“, – წერენ კომენტარებში

ფოტო: შეყვარებული ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზს სახლის ზღურბლიდან უცქერს

ფოტო: კიანუ რივზი კვლავ შეყვარებულია – მსახიობი და ალექსანდრა გრანტი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს

ცნობისთვის, წყვილი უკვე 3 წელია ერთად არის. კიანუ შეყვარებულთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს და მეგობარი გოგონა პრაქტიკულად ყველა ღონისძიებაზე მიჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები