LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიანუ რივზი კვლავ შეყვარებულია – მსახიობი და ალექსანდრა გრანტი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს

448
page

56 წლის მსახიობი, კიანუ რივზი  და 47 წლის მხატვარი, ალექსანდრა გრანტი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. კიანუ შეყვარებულთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს.

ამჯერად ისინი ბევერლი-ჰილზში გადაიღეს, წყვილი სავახშმოდ მიემართებოდა.  კიანუს მუქი ფერის პიჯაკი ეცვა, რომელსაც კრემისფერი ბათინკები შეუხამა. სადღესასწაულოდ არც გრანტი იყო გამოწყობილი, მას შავი, თავისუფალი სტილის შარვალი და ამავე ფერის ქურთუკი ეცვა.

ცნობისთვის, გრანტი კიანუს თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, გასულ წელს კი ცნობილი გახდა, რომ გრანტს შეყვარებულის 67 წლის „ფანი“ უთვალთვალებს, მოსვენებას არ აძლევს და ყველგან დაჰყვება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გრანტმა სასამართლოსაც კი მიმართა და პირადი მცველი მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები