რუსთავში 23 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი ნახეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს სადაც საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილის დედის თქმით გოგონა ორსულად იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.