LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა, რომლის შვილად აყვანაზეც 20-მა ოჯახმა თქვა უარი, მარტოხელა მამამ იშვილა

20036
Untitled

იტალიელი მამაკაცის, ლუკა ტრეპანეს ისტორია ვირუსულად მოედო მთელ მსოფლიოს.

სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ლუკას შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და მარტოხელა, ჰომოსექსუალ მამაკაცს ოფიციალურად მიაშვილეს მცირეწლოვანი გოგონა სახელად ალბა.

BBC წერს, რომ 41 წლის ლუკა ტრეპანემ გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მამაკაცი მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა ის დაუნის სინდრომის მქონე გოგონას მამა.

ლუკა ტრეპანე ამბობს, რომ ის სამედიცინო ცენტრებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან მუშაობდა და ყოველთვის სურდა მამა გამხდარიყო.

https://www.instagram.com/p/B1jXV4ZIUcr/

ალბას ბედი კი მას შემდეგ შეიცვალა რაც, თავდაპირველად მშობელმა დედამ და შემდეგ 20-მა პოტენციურმა ოჯახმა მასზე უარი თქვა.

ინტერვიუს დროს ტრეპანმა განმარტა, რომ მათი ისტორია განსაკუთრებულია, რადგან „ის ანგრევს სტერეოტიპებს მამობის, რელიგიისა და ოჯახის შესახებ.“

ალბა დღეს მამასთან ერთად ცხოვრობს და ის ბედნიერია.

https://www.instagram.com/p/B1Hw6aBIPKF/

BBC- ის ჟურნალისტის ცნობით, ალბა ცელქი და მხიარული გოგონაა, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ჯიუტიც იყოს. მას უყვარს თამაში, ცეკვა და ხალხთან კომუნიკაცისას ძალიან ბედნიერია.

https://www.instagram.com/p/B01B4TlIe-X/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები