LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ობოლი ვეშაპი დელფინმა შვილად აიყვანა (ფოტოები)

1085
დელფინი მტავარი

“ბოთლის ფორმის” თავიანმა დელფინმა “ნესვისთავა” პატარა ვეშაპი შვილად აიყვანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვეშაპი დაობლდა. Independent წერს, რომ მეცნიერებმა შეამჩნიეს, დედა დელფინი როგორ განსაკუთრებულად უვლიდა პატარა ვეშაპს, ისე როგორც თავის ბიოლოგიურ შვილს მოუვლიდა.

შემთხვევა საფრანგეთის პოლინეზიაში მოხდა, სადაც ერთად მოცურავე დელფინი და პატარა ვეშაპი შეამჩნიეს.

„ჩვენ მართლა აღფრთოვანებულები ვიყავით, როცა ამ ფენომენის მოწმე გავხდით“, – ამბობს პამელა კარცონი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი. „იმავდროულად, ჩვენ ძალიან განცვიფრებულები დავრჩით“.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აყვანილი ვეშაპი დელფინებივით მოქცევა დაიწყო. ის სხვა პატარა დელფინებთან მეგობრობდა და სერფინგშიც ხშირად უერთდებოდა ხოლმე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები