გოგონას, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა, კანს ხვალ ან მომდევნო კვირას გადაუნერგავენ. ამის შესახებ „ფორტუნას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„დამწვარი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა, სტაბილურია.
ორგანიზმი მკურნალობას ექვემდებარება. ჯერჯერობით რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ოპერაცია შესაძლოა გაკეთდეს ხვალ ან მომდევნო კვირას, ეს დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ანალიზებზე. საკუთარი კანის ეტაპობრივი გადანერგვისთვის ვემზადებით“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, 30 ივნისს 24 წლის ბიჭმა თანატოლელ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალს სხეულის 37% აქვს დამწვარი.
1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამწვარი გოგონა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა და სოლიდარობა გამოუცხადა.
