LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს – მეეზოვე წითელ ბაღში მომხდარ ინციდენტზე

178

მეეზოვე იუზა პაპუნაშვილი, რომელიც წითელ ბაღში მოზარდების ჩხუბს შეესწრო, დეტალებზე საუბრობს.

“მე არ გამომიძახებია პოლიცია, თვითონ მოვიდა. 10 ბიჭი იქნებოდა დაახლოებით, ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ და მერე გინება დაიწყეს. მე წამოვედი და 20 წუთში დავბრუნდი უკან. დაბრუნებულს აღარავინ დამხვდა იქ. 15 წუთში პოლიციელებიც მოვიდნენ და ბევრი სისხლი იყო დაქცეული. მერე გავიგე, რომ 2 ბიჭი დაუჭრიათ. წამიყვანეს გუშინ პოლიციაში მთელი ღამე იქ ვიყავი, დაგვკითხეს. დავინახე, ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობოდნენ. 1 ბიჭს აგინებდა 3 ბიჭი, ძალიან ხმამაღლა. 15 მეტრის მანძილზე იყო სისხლი”, – ამბობს მეეზოვე.

35-ე სკოლის მოსწავლეები 31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g