”გოლდენ სტეიტი” გახდა პირველი გუნდი მაიკლ ჯორდანის ”ჩიკაგოს” შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამ სეზონში 60 გამარჯვება მოიპოვა.
”მეომრებისათვის” მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რეგულარული სეზონის მატჩი ”ჰიუსტონის” წინააღმდეგ. კალიფორნიელებმა 113:106 გაიმარჯვეს და 2016/17 წლების სეზონში მე-60 შეხვედრა მოიგეს.
მათი მოგება-წაგების ბალანსი 2014/15 წლების სეზონში 67-15 იყო, 2015/16 წლების სეზონში კი 73-9(რეკორდი).
უკანასკენლი გუნდი, რომელმაც იგივეს მიაღწია,”ჩიკაგო ბულზი” იყო (1995/65; 1996/97; 1997/98 წ.).
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კი ყველა სხვა სპეციალისტზე ადრე შეძლო 200 გამარჯვების მოპოვება. მას ამისათვის მხოლოდ 238 მატჩი დასჭირდა.