კეტრინ ზეტა-ჯონი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც გოლფს თამაშობს და თან ცეკვავს. ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. სახალისო ვიდეო მსახიობმა ასე დაასათაურა:
„გოლფის თამაშის დროს ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი პარტნიორი ვიქნებოდი“, – წერს „ზოროს“ ვარსკვლავი.
ზოგადად, კეტრინი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, ის ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად ავრცელებს და არც ქმართან, მაიკლ დუგლასთან ერთად პიკანტური ფოტოების გავრცელებას ერიდება.
ფოტო: 52 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი 77 წლის მეუღლეს ვნებიანად კოცნის – წყვილი ზამთრის კურორტზე ისვენებს
თავდავიწყებული როკვა – კეტრინ ზეტა-ჯონსი 77 წლის მაიკლ დუგლასთან ცეკვის ვიდეოს ავრცელებს