მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამიერიდან, მთის სტატუსით ისარგებლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარე დაბა გომის მთა – მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
შეგახსენებთ, გომის მთას დაბის სტატუსი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა. დაბის სტატუსის არქონა არ იძლეოდა გომის მთისთვის არც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის და არც უკვე შემუშავებული გენგეგმის დამტკიცების შესაძლებლობას.
გატარებული ცვლილებები მისცემს საშუალებას გომის მთას, დროთა განმავლობაში, გამორჩეულ კურორტად განვითარდეს.