LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბო უნდა გახდეს საქართველოს მომავლის მანიფესტი: გენგეგმის კონცეფცია უკვე შემუშავებულია

391
1558699593-წყალტუბო-1024x486

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია – ინფორმაციას Cushman & Wakefield Georgia ავრცელებს, რომელიც წერს, რომ წყალტუბო უნდა გახდეს საქართველოს მომავლის მანიფესტი, ქალაქი (და არა მხოლოდ კურორტი), რომელიც ორიენტირებულია პირველ რიგში, მისი მაცხოვრებლის კეთილდღეობაზე და რომელშიც შემონახულია, როგორც ადგილის ისტორია, ისე მომავლის იდეოლოგია.

„ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქალაქი პოპულარულ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიური ცენტრი. თუმცა,  წყალტუბოს ისტორია საუკუნეებს ითვლის: აქ არსებული წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში საუბრობდნენ, ოქროს ხანაში კი წყალტუბოში სამეფო ოჯახის წევრები ისვენებდნენ.

1930-იან წლებში წყალტუბოს ცენტრში აშენდა ყველაზე დიდი ურბანული პარკი საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში, პარკის ირგვლივ, ამფითეატრალური პრინციპით გაშენდა სანატორიუმები, პანსიონატები, აბანოები, დასასვენებელი სახლები და კვლევითი ცენტრი. განვითარების ზენიტში, წყალტუბოში, 22 სანატორიუმი ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან, 21 დღიანი ე.წ.  „პუწიოვკით“ ჩამოსულ 400,000-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა და წყალტუბო გაუკაცრიელდა. სამედიცინო ტურიზმი, რაც ქალაქის ეკონომიკურ ბირთვს წარმოადგენდა, გაქრა, აფხაზეთის ომის შემდეგ კი, სანატორიუმები დევნილთა თავშესაფრად იქცა.

წყალტუბო ერთგვარი ძეგლია, როგორც საბჭოთა მონუმენტური ამბიციების და არქიტექტურის, ისე იმ ნგრევის, გაჭირვების და სტაგნაციისა, რაც საქართველოში სსრკ-ს დაშლამ გამოიწვია. მისი აღმშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზანი ნარატიული რეფორმულირებაა – რეპრესიული წარსულის მონუმენტების რეანიმაცია ახალი იდეოლოგიით, იდენტობით, პათოსით.

წყალტუბოს იდენტობა მჭიდრო კავშირშია იმ მონუმენტურ ნაგებობებთან, რომლებიც გარს აკრავს ცენტრალურ პარკს. ამ იდენტობის შენარჩუნების და გამყარების ერთ-ერთი საფუძველია ადგილის მეხსიერების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია, რეპოზიციონირება, მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა“, – ნათქვამია Cushman & Wakefield Georgia-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობდა;

BAU design

MARCO ARDIELLI – არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი

Ardielli Fornasa Associati

FERRUCCIO TASINATO – არქიტექტორ რესტავრატორი

Cushman & Wakefield Georgia

FREDERIC LE FISHOU – ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი

DAVID NATH – კონსულტანტი ეკონომიკის ნაწილში

თამარ ამაშუკელი  – ხელოვნებათმცოდნე

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია/Georgian Ecotourism Association

გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი

მეტი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ: https://drive.google.com/…/12aV6Xc8v5gBWw0pLxTsCTHp

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები