LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომისმთის განვითარება იწყება – საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული კურორტი შეემატება

606
ბახმარო-1

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება, რომელსაც დაბის სტატუსი მიენიჭა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე.

„გომისმთის განვითარებით საქართველოს კიდევ ერთი უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული კურორტი შეემატება. გომისმთა სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს შორის. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.

„გომისმთისათვის დაბის სტატუსის მინიჭება და კურორტის გენგეგმის შესაბამისად განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე“, – აცხადებენ  ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g