LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: “ძალიან დამწუხრებული ვარ.. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის გამო, თქვენი მთავრობა რუსეთის მძევალი გახდა”

1230
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (74)

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკო, მას შემდეგ რაც ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, ქართველ ხალხს მიმართავს.

„ჩემი მიმართვა ქართველებს. გთხოვთ გააზიაროთ.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ძვირფასო, საყვარელო და მეგობრულო ქართველო ხალხო! დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გაუწია და საქართველოს უარი უთხრა.

ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, ქართული ელიტის პოზიციის გამო და არა ქართველი ხალხის გამო.

თქვენ დაამტკიცეთ, რომ იქნებით ევროპის თანამეგობრობის ნაწილი. და თქვენ აგრძელებთ ყველაფერს უკრაინის დასახმარებლად. თქვენი მებრძოლები იბრძვიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ სახლში ბევრი უკრაინელი შეიფარეთ, სოლიდარობის აქციებზე დადიხართ და მხარდამჭერ აქციებზე.

მაგრამ თქვენი მთავრობა რუსეთის მძევალი გახდა. პუტინის მძევლად არის აყვანილი. და თქვენ გაქვთ ერთადერთი სწორი გზა: აირჩიოთ მთავრობა, რომელიც არ წავა რუსეთის უპირატესობაზე, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, აირჩიოთ ძალა, რომელიც საქართველოს ინტერესებს გაატარებს და არა მათ პერსონალურ ბიზნესინტერესებს  გაატარებს.

და მე მჯერა, რომ ამას გააკეთებთ. უკრაინა ყოველთვის თქვენთანაა, უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი ყველაზე დიდი ადვოკატია.

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g