LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონებაზე საერთოდ არ არის – კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

917
kavsadze

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

როგორც „ფორტუნას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტი უკვე თვენახევარია მათ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ექიმები წნევას მედიკამენტების დახმარებით არეგულირებენ.

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის” . – განმარტავს ლალი ტურძელაძე.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა. ვირუსი მან რამდენიმე კვირაში დაამარცხა.

მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g