LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს

128
page

Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს. ინფორმაციის თანახმად, წაიშლება ანგარიშზე განთავსებული ყველა მონაცემი, მათ შორის, შეტყობინებები, ფოტოები, კონტაქტები, Drive-ზე განთავსებული ფაილები და ა.შ…

აღსანიშნავია, რომ არააქტიურად ის ანგარიშები ითვლება, რომლებიც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა ეს არ ეხება კორპორაციულ ანგარიშებს.

მის შესანარჩუნებლად საკუთარ ანგარიშში შესვლა ან gmail-ის გამოყენებით ნებისმიერ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა საკმარისი იქნება. Google-ის განცხადებით, არააქტიური ანგარიშების წაშლის მიზეზი უსაფრთხოებაა.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები