LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google–ი ახალ თარჯიმან-ყურსასმენებს ქმნის

53

კომპანია Google-ი მუშაობს წარმოუდგენელ გარნიტურაზე, რომელიც მსოფლიოს ყველა ტექნომანს აღაფრთოვანებს.

ახალი მოწყობილობა, იქნება ცოცხალი თარჯიმნის შემცვლელი, რომელიც მოსმენილ ტექსტს სასურველ ენაზე თარგმნის.

გრეგ კორრადო, Google Brain-ის პროექტის ერთ-ერთი წევრი, ახალი მოწყობილობის სამუშაოებს შეუერთდა.

გრეგის აზრით, 10 წლის შემდეგ, მსოფლიოს ტექნოლოგიური წინსვლა მიაღწევს იმ ნიშნულს, როცა ადამიანებს რეალური თარჯიმნები აღარ დასჭირდებათ, რადგან მსგავს ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს. სამწუხაროდ, პროფესიით თარჯიმნების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა მისი აზრით, თარჯიმნების გარეშე ამ პროექტის დამუშავება და სრულყოფა შეუძლებელია.

Google-ის ახალ პროექტზე დეტალური ინფორმაცია სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, აღნიშნავენ, რომ არც ისე შორეული მომავლისთვის ყურსასმენები – თარჯიმნის ფუნქციით მზად იქნება.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღნიშნულ პროექტზე Microsoft-ის სპეციალისტებიც მუშაობენ. როგორც ჩანს ორი დაპირისპირებული კომპანიის მართონი კვლავ გრძელდება. ოპერაციული სისტემის ,,ფანჯრების’’ ავტორმა, წარმოადგინა განახლებული აპლიკაცია Skype Translator, რომელსაც ასევე რეალურ დროში ახდენს 50-მდე ენიდან ინგლისურად ან პირიქით თარგმნას. მართალია Skype Translator-ის ტექნოლოგია ჯერ-ჯერობით მხოლოდ წერის რეჟიმში მუშაობს, მაგრამ, სამომავლოდ ამერიკული გიგანტი გეგმავს Google-ის ყურსასმენ-თარჯიმნის მაგვარ პროექტში აღნიშნული ტექნოლოგიის მოდიფიკაციას.