Google-მა თავისი ყველაზე განვითარებული ფოტოების გენერატორი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Imagen 2 გამოუშვა. პროგრამის ახალი, განვითარებული ვერსია მაღალი ხარისხის, რეალობასთან უფრო მიახლოებულ ფოტოებს ტექსტური ბრძანების შედეგად ქმნის.
Imagen 2 აღჭურვილია ინტუიციური ხელსაწყოებით, სრულად მართული ინფრასტრუქტურითა და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ჩაშენებული პროგრამით.
ახალი ტექნოლოგია დეველოპერებისთვის და სხვა მომხმარებლებისთვის Imagen API-ში და Google Cloud Vertex AI-შია ხელმისაწვდომი.