Computerworld-ის ექსპერტი, მაიკ ელგანი მიიჩნევს, რომ კომპანია Google საიდუმლოდ მუშაობს იმაზე, რომ მსოფლიო სმატფონებისგან გაათავისუფლოს. ის ამტკიცებს, რომ კომპანია არ აპირებს დეტალების გამხელას, რათა სმარტფონების მწარმოებლები არ გაანაწყენოს.
მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და ცოტა ხნის წინ, Google-მა თავისი გეგმის რეალიზებითვის ხმის გადაცემის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. უახლოეს მომავალში ეს სიახლე და კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქცია შეფერხების გარეშე იმუშავებს.