LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გორგიამ” ჰიპერმარკეტი ბათუმშიც გახსნა

66

”გორგიას” ახალი ჰიპერმარკეტი ბათუმში გაიხსნა. ობიექტი 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდა და აქ 120 ადამიანი დასაქმდა. როგორც ”ფორტუნას”  კომპანიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, აქამდე ”გორგია” ამავე ქალაქში მარკეტის სახით იყო წარმოდგენილი,  დღეიდან კი ჰიპერმარკეტის ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

”ეს არის სრულიად ინოვაციური სახის ჰიპერმარკეტი, სადაც 25 000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი.  ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიაში და ბაზრობაზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე ქართველი და ევროპელი სპეციალისტები ერთად, 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტში კი მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “გორგია” გაფართოებას მიმდინარე წელს კვლავ გეგმავს და როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში რამდენიმე ახალ ობიექტს გახსნის.

ცნობისთვის, ”გორგიას”  პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2014 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე ის ქვეყნის მასშტაბით  4 ფილიალს ფლობს: თბილისში, ქუთაიში, რუხის სავაჭრო ცენტრსა  და ახალ უკვე ბათუმში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები