გორიდან დევნილი ილია ხუციშვილი „ღამის პრაიმ ტაიმის“ სტუმარი გახლდათ და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა 5 წლის ასაკში მეტყველების უნარი მას შემდეგ, რაც მის ქალაქში ბომბი ჩამოვარდა…
ილია ხუციშვილი:
„პირველი მოგონება არის ბომბის აფეთქება, სადღაც კილომეტრის დისტანციაზე ჩამოვარდა. მოედანზე ვიყავი, მეგობრებს ველოდებოდი სათამაშოდ, ეს აფეთქება მოხდა. უცბად დავიბენი. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. მეშინოდა. მოვიფიქრე, რომ სახლში წავსულიყავი. მერე უკვე, ოჯახთან ერთად გავაანალიზე, რომ დაიწყო ომი. რთული იყო, იმიტომ, რომ 5 წლის ასაკში არ იცი, რა არის ომი და რას უნდა ელოდო. ამ ბომბის ჩამოვარდნის მერე, ფილმებში როგორც ხდება, წამიერად გონებას რომ კარგავ, აზრზე მოდიხარ და რაღაცნაირი ხმა რომ გესმის. ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ ვერ ვმეტყველებდი. მერე ვიწყებდი მეტყველებას, მერე ისევ მექმნებოდა პრობლემები და ასე მოვედი წლების განმავლობაში აქამდე…“
