გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტი შემოყვანილი იქნა გულ-მკერდის მიდამოს მრავლობითი ჭრილობებით. ჩაუტარდა მკურნალობა. საშუალო სიმძიმის, მდგომარეობა ტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-აცხადებს ექიმი.
მამაკაცი გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში, სტალინის გამზირზე გამვლელებმა შენიშნეს. მათვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. დაშავებულის ვინაობა უცნობია. იგი სავარაუდოდ დანით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარებს.