გორის ციხიდან რუსი ტურისტი გადმოვარდა.
შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ გორის ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, იგორ გრეორგიანმა განუცხადა, 30 წლამდე გოგო, კლინიკაში წვივ-კოჭის დაზიანებით შეიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სტაციონარში რჩება.