დღეს, გორში, 68 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.
ბინების განაწილების კენჭისყრა 7 აგვისტოს გაიმართა. ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრა.
ღონისძიება 19:00 საათზე, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი ადმინისტრაციული დაპირების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.