გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შიდა ქართლის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გორში 80 წლამდე მამაკაცი შვილიშვილმა მოკლა
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.