გორში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა.
„TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.