LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ერთ-ერთი კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

166
336105380_1602225866944298_4969311718069234528_n

გორში, კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის კორპუსის სხვენში, სადეზინფექციო სამუშაოების დროს ნახეს.

როგორც კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, მამაკაცს ბინა არ ჰქონდა და ღამით სხვენში რჩებოდა. სადეზინფექციო სამსახური კი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოსახლეობა სუნმა შეაწუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები