LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკითა და რუსეთის დროშებით აღნიშნეს

216
9 მაისი გორში

გორში მოქალაქეებმა 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკითა და რუსული დროშებით აღნიშნეს.

ადგილზე შეკრებილ მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ, როცა რუსულ დროშას და საბჭოთა სიმბოლოებს ქალაქის ცენტრში აფრიალებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ შეიძლება მათ ვინმემ სტალინის პატივისცემა აუკრძალოს – ადამიანის, როგორც მათ აღნიშნეს, რომელმაც „შექმნა ეპოქა და მთელი მსოფლიო ააშენა.“

აქციის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებასაც აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ რუსეთთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა სურთ, ხოლო ის რაც უკრაინაში ხდება, ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც დიპლომატიურ ურთიერთობებს, ომი ამჯობინა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც, რომლებიც მოქალაქეებს კანონის დაცვისა და საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვაზე მიუთითებდნენ, თუმცა გორში შეკრებილი მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g