LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ხანძრის შედეგად 8-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

78

გორში, მტკვარმშენის დასახლებაში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლში, სადაც მახათაძეების 8-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანადაა განადგურებული. ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო ვერ მოხერხდა საცხოვრებელი ნივთების გადარჩენა.

მახათაძეების ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. როგორც ისინი ყვებიან, მათ ყველაფერი ხანძრისას დაეწვათ.

მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები