„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმოში შპს „აგროქართლი“ წელიწადში 700 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.
სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, სეზონურად ემატება 10 ადამიანი.
საწარმოში ჯამურად 1,700,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, 845,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 22 ახალი საწარმო.