24 მაისს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში (ილია ჭავჭავაძის გამზირი #24), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალ მეწარმეთა საგაზაფხულო ბაზრობა გაიმართება.
ქალები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან გასაყიდად წარმოადგენენ ხელნაკეთი ნივთების, ტრადიცული საკვების, აქსესუარების ფართო არჩევანს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სახალისო აქტივობები ბავშვებისთვისაც.