გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მეზობელმა ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვა.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაცია გახდა.
გარდაცვლილია 24 წლის მამაკაცი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა კი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.