გორში, ქალაქის ცენტრში, ადამიანი ქუჩაში გარდაიცვალა. სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
თვითმხილველემა განაცხადეს, რომ მამაკაცი გზაზე გადასვლის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ თავისუფალი მანქანა არ ჰყავდათ. ბრიგადა, ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა, რა დროსაც მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ ექიმები კორონავირუსით არიან დაინფიცირებული, ამიტომ რაიონში 8 ბრიგადის ნაცვლად 3-4 მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო.